03:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 12:47:27, 654 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში“, - წერს კალასი.

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

„დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics