2016-03-11 16:01:49, 635 ნახვა
საზოგადოება
პროფესორი თსუ- ს სტუდენტებს: ყოველთვის თქვენს მხარეს მიგულეთ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე შეუერთდა. როგორც გიორგი მაისურაძემ განაცხადა, საქართველოში ყველაზე ჯანსაღ პროტესტად სტუდენტური პროტესტი მიაჩნია.
მისივე თქმით, მხოლოდ სტუდენტებს შესწევთ ძალა, ქვეყანა უამრავი მანკიერებისგან გაწმინდონ.
„როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი , როგორც კერძო პირი, ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ“, - მიმართა მაისურაძემ სტუდენტებს.
გიორგი მაისურაძის გარდა თსუ-ში აქციას კიდევ რამდენიმე პროფესორი შეუერთდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან