18:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 16:57:53, 585 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინი გადავა მოლდოვაზე და რუმინეთზე - ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

”ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს,” - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი ევროპისთვის ყველაზე სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მაშინ აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით იმავე დღეს გაქრება.

„დონალდ ტრამპის ამბიციები ამის საპირისპიროა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დიალოგის განახლების გარდა სხვა გზა არ აქვს.

"ამერიკელების აშკარა ბედი უკრაინელების მხარეზე ყოფნაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მინდა, მკაფიოდ ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან გამიჯვნა მათ ინტერესებში არ შედის", - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, „ყველა თანახმაა მშვიდობის დამყარებაზე“, მაგრამ არ შეიძლება იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, თუ უკრაინას ბედის ანაბარა მიატოვებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics