07:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 12:37:10, 477 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი

მთავრობაში არავითარი ცვლილება არ იგეგმება, ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი არ მესმის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

"არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი არ მესმის. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ რატომ უნდა ამყოფო საზოგადოება მუდმივად ისტერიაში არ მესმის. არავითარი ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი 2016 წლის არჩევნებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics