12:05 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 16:33:08, 405 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს

12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ინფორმაციით, მათგან 4 პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

„თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი მოახდენს გამოძიების მონიტორინგს.

არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics