12:03 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 13:57:00, 582 ნახვა

საზოგადოება
ანტიკორუფციული ბიურო ფეისბუკზე რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი გეგმავს, ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ბუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში 2025 წელს.

“გაცნობებთ, რომ სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს ესაჭიროება სოციალურ ქსელ „Facebook“-ში სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ცნობადობის გაზრდის მიზნით ბიუროს ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა (ანტიკორუფციული ბიურო / Anti-Corruption Bureau) და მასზე განთავსებული სიახლეების პოპულარიზება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „Facebook“-ით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „Facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს”, – წერია რაჟდენ კუპრაშვილის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics