12:03 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 12:24:58, 756 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 000-ლარიანი ტენდერი, რომლითაც პოლიციისა და სპეცრაზმისთვის ჩანჩს ყიდულობდა ვერ შედგა. როგორც ირკვევა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, შსს ყიდულობდა ორი ტიპის ლანჩ-ნაკრებს. ერთში უნდა ყოფილიყო: ერთი სენდვიჩი, შოკოლადის ფილა და გამაგრილებელი სასმელი. მეორე ტიპის ნაკრები შეიცავდა დამატებით სენდვიჩს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულს უნდა შეძლებოდა 12 საათის განმავლობაში 5000 კოპლექტის მიწოდება.

ბოლო პერიოდში ტენდერების ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქციაზე მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics