|
2025-01-05 10:12:42, 401 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. - ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონიმა განაცხადა. "პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება. ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან, - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა. კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება."- განაცხადა უილსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)