|
2025-01-04 14:34:43, 502 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
"ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. "მეგობარი აქტის" ხელახალი ინიცირება, რომელიც ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის წევრების სანქცირებას ითვალისწინებს, ამის ნათელი დადასტურებაა. ამ აქტის ორპარტიული მხარდაჭერა ძალასა და ყველანაირ საფუძველს აცლის ივანიშვილის პროპაგანდას, რომ თითქოს 20 იანვრიდან ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა. პირიქით, მეგობრებო, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებენ და სულაც არ ფიქრობენ, საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხები დატოვონ მარტო დიდ, ავტორიტარულ რეჟიმებთან. ის, რაც ხდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, არის ხალხის საერთო ძალისხმევის მონაპოვარი და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე. მის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანაში თავისი სიტყვა უნდა თქვას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ორი მთავარი საკითხის ირგვლივ - ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების საკითხში - ხალხი ერთიანობას სთხოვს" - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)