2024-12-24 22:34:27, 606 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ - რუსთაველზე საახალწლო ილუმინაციები უსაფრთხოების მიზნით გაითიშა, ამ დროისთვის საახალწლო განათებები ჩართულია
„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების დროებით გამორთვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთაველზე საახალწლო ილუმინაციები უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე წუთით გაითიშა, ამ დროისთვის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია.
„რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია“,- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,