05:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 14:16:02, 503 ნახვა

პოლიტიკა
იქნება თუ არა გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი

საპარლამენტო არჩევნებზე " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვიხილოთ.
ამის შესახებ "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზადაა, პაპუაშვილთან დებატები ნებისმიერ ფორმატში გამართოს.

„არსებული მოვლენების საფუძვლიანი ანალიზი მაფიქრებინებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, რაც 2016 წლის ივნისში მოხდება, აქტიურად აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადასვლას. ჩემი ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გიორგი პაპუაშვილის პარტიული სიის #1 კანდიდატად დასახელებაზე კულუარულად მსჯელობს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს სადაო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა ბატონი გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკურ სიმპატიებს, მაგრამ მინდა მასაც ვთხოვო, რომ ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში დამარცხების გამო, ნუ გააკეთებს პოლიტიკური ხასიათის შეფასებებს, იმსჯელოს საგნობრივად და ამით ჩიხში არ შეიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ამზადებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პაპუაშვილს სიის პირველ ნომრად -  "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს და მას ჭორი უწოდეს: 

"ეს არის ჭორი, დრო როცა მოვა, ჩვენს საარჩევნო სიას ყველას გავაცნობთ. დარწმუნებული იყავით, ჩვენს საარჩევნო სიაში ნამდვილად პროფესიონალები იქნებიან", - აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics