04:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 17:30:38, 333 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები შს მინისტრს შეხვდნენ

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა პარტიის გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თვდასხმა იყო.  როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხად, მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება წინ მიდის და დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან.

"მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ გამოძიება  წინ მიდის და რეალურად ეს საქმე არ დარჩება დამნაშავეების დაუსჯელად. ძალიან კარგია, რომ შეხვედრა შედგა. ჩვენ იგივე აზრზე ვრჩებით, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფი გამოძიება,  ვინაიდან ეს ისე მოქმედებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ვიქტორ დოლიძის თქმით, გამორიცხული არაა,  გამოძიების მიმდინარეობის დროს მუხლი შეიცვალოს, როგორც ზოგადად პრაქტიკაში ხდება:

"გამოძიების დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, შესაძლოა გამოძიების დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს. როგორც მინისტრმა გვითხრა,  ამგვარი პრაქტიკა არსებობს, აქ რაფერი განსაკუთრებული არ არის", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.  

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics