04:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 19:58:41, 431 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს მოქალაქეთა უფლებების დაცვის პოლიტიკას

საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ხელისუფლებას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობასაც შესთავაზოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წლის 29 თებერვალს ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს მექანიზმების, მათ შორის, ადამიანის უფლებების საბჭოს, ადამიანის უფლებათა კომისრის, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა  და სპეციალური მომხსენებლების მნიშვნელოვან როლზე. კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიანი წევრის, მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, განსაკუთრებით, კორუფციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ  საქართველოს მთავრობის ერთერთი პრიორიტეტია  იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა.    
 
„საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც  თავის მოქალაქეთა უფლებების სრულად დაცვისკენაა მიმართული. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, რუსეთის მიერ საქათველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მთავრობას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს  მყოფ მოსახლეობასაც  შესთავაზოს. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან თავიანთი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკანონო პასპორტიზაციის ახალი ტალღა, ადამიანთა გატაცების ფაქტები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა", განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მიუხედავად  არსებული გამოწვევებისა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროსჩართულობა ადგილზე დარჩენილ მოსახლეობასთან.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე, მწვავე ვითარებაზე უკრაინასა და სირიაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics