01:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:31:44, 404 ნახვა

პოლიტიკა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში სტამბულში იმყოფება

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძრვანელობით შეხვედრებს თურქეთის საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მართავს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრება. სამთავრობო ვიზიტის ფარგებში სტამბულში იმყოფება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მუსტაფა ელიტასთთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით. ამ კუთხით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ექსპორტიორთა კავშირშის  წარმომადგენლებთანაც.
ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში. საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის ბიზნეს წრეებთან საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. სტამბულში ქართული დელეგაციის ორ დღიანი ვიზიტი 26 თებერვალს სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics