|
2024-10-09 09:35:11, 872 ნახვა
რეგიონი
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი „სამეგობრო“ გახდა
შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობთ, კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. "პირველი ადგილი კონტენტ-კრეატორთა ჯგუფმა „სამეგობრო“ აიღო. ორი თვის განმავლობაში, მათ მიერ სოციალურ ქსელებში აჭარაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 66 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე ცნობილი ინფლუენსერების ოჯახი გიორგი ჯობავა და სალი წვერავა გავიდნენ. მათ მიერ სოციალურ ქსელებში “Family guys” –ის ანგარიშით გამოქვეყნებულმა კონტენტმა 48 მილიონამდე წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა მარიამ ფხოველიშვილმა (40 მილიონზე მეტი წვდომა ), ხოლო მეოთხე ადგილი ნათია კახიძემ (26 მილიონზე მეტი წვდომა) დაიკავეს. საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, „შატო კვირიკე“, „ამბასადორი გოდერძი“, „ლიც რეზორტი“, „ჯორნიან პალასი“ და კომპანიამ „ტურ ინვესტი“. მათი რჩეულები მოგზაურ-ფოტოგრაფი ზურა გელაშვილი, კონტენტ-კრეატორები ზიად ალიევი, სალი წვერავა, ლია პაპავა, ანა გზირიშვილი და ვიქტორია მელნიჩუკი გახდნენ. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, ინფლუენსერები და კონტენტ-კრეატორები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში 3000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს და მათმა კონტენტმა, გასულ წელთან შედარებით 140 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 70 ტურისტულ ობიექტზე მეტს გაუწიეს პოპულარიზაცია. კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან, ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონი წვდომა დააგროვა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)