00:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 13:03:42, 262 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნება“ ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა

ჩვეულებრივი სისულელეა, მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ და რაღაცებს იგონებენ,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას არჩევნების შემდეგ “ტექნიკური მთავრობის“ შექმნის პერსპექტივაზე.

მისი განმარტებით, “ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, რომელიც არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს“.

“სრული აბსურდია “ტექნიკური მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებული განცხადება, რაც ამ შემთხვევაში, უცხოელებმა სალომე ზურაბიშვილს გააჟღერებინეს. ქვეყანაში არ არის არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა. ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, რადგან ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა - “ქართული ოცნება“. ის ქართველი ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ხალხი მარტივად ხედავს დღევანდელ მოცემულობას, მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ეს მოიტანს კეთილდღეობას, რასაც ამ ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები იგრძნობს“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics