23:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 10:16:09, 396 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის

 „ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა სტუდენტებს  მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი უნდა ჩაერთონ ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

"თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშნებლობაში, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება."- განაცხადა  კვირიკაშვილმა.  

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ. პოზიტიურად შეფასდა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.

ამასთან, მისივე განცხადებით, , რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. საუბარია 4 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს ამ გეგმის არსი დეტალურად გააცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს.

სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

,, ეს იქნება დინამიური კვლევა უახლოესი 5 წლისათვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რათქმაუნდა ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics