23:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 14:29:40, 531 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ადრე თუ გვიან კოალიცია დაიშლება

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშლება, მაგრამ არა წლევანდელი არჩევნების წინ. კალაძემ დღეს პოლიტიკური გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ “რესპუბლიკელებსა” და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება საჯარო გახდა.

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, ადრე თუ გვიან კოალიცია "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება, თუმცა არა წლევანდელი არჩევნების წინ.

“ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა უახლოეს მომავალში მე  ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კოალიცია  არჩევნებზე წარდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად  "მრეწველების" და "რესპუბლიკელების" დაპირირსპირებას,  კახა კალაძის განმარტებით, ძალიან ცუდია, როცა ეს ხდება და თემა  სააშკარაოზე გამოდის.

"თუ რაიმე პრობლემები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს დალაგდეს და გადაწყდეს თვითონ გუნდში“, - განაცხადა  კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics