|
2016-02-22 13:02:29, 487 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: პოლიტსაბჭოზე ალბათ ხმაურიანი, ცხელი განხილვა გვექნება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის გიორგი ვოლსკის თქმით, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იქნება. ვოლსკის შეფასებით, გოგი თოფაძის დამოკიდებულება კოალიციისა და მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამება. თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ კოალიციის დაშლას მხარს არ დაუჭერდა: "პოლიტსაბჭო შეიკრიბება, ამ საკითხზე იმსჯელებს, იქნება ალბათ ხმაურიანი ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა, ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება კურსს და მათ შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. შიდა პრობლემები აქვს მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდ გაირჩეს. რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომელიც ბატონმა გოგიმ გამოხატა, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლაიანდ კოალიციის და მთავრობის პოლიტიკას, დამთავრდა. ამის იქით არაფერი არ არსებობს. მე მაგალითად მხარს არ დავუჭერდი კოალიციის დაშლას არც ერთ შემთხვევაში" -განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)