|
2016-02-22 10:11:26, 350 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის", როგორც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სერგეი სტანიშევს ევროპის სოციალისტური პარტიის წევრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება. საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო. შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)