23:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 11:58:11, 381 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი: ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი

ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი, - ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

როგორც კოფიმ აღნიშნა, ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.

„ნატომ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე უნდა იზრუნოს 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად. არ არის საჭირო ნატომ ყველგან, ყველაფერი აკეთოს, თუმცა წევრები უნდა დაიცვას ჯარით და ტექნიკური საშუალებებით. მაგალითისთვის, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. თუმცა ნატომ ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა საბოლოო ჯამში ის ალიანსში დაუშვან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხშირად გაიგონებთ შედარებებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან განსხვავდება, საქართველო წლებია ინტეგრაციისთვის ემზადება, უკრაინა კი ამ პროცესს ძალიან დაშორებულია. ნატო სწორედ მოიქცა, როცა მონტენეგრო მიიწვია, ახლა ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს გაწევრიანების საკითხშიც. მაგალითისთვის, ამერიკამ და მოკავშირეებმა თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიაწოდონ. ერთი სიტყვით, ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, დაგეხმარებით და ალიანსში ბოლოსდაბოლოს მიგიღებთ, კარი კვლავაც ღიაა“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics