|
2016-02-19 14:43:01, 368 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის
არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა კომენტარი მმართველი გუნდის წევრის გოგი თოფაძის განცხადებებზე გააკეთა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, კოალიციის ყველა წევრმა მოახდინა გოგი თოფაძის განცხადებებზე რეაგირება. "გოგი თოფაძის მხრიდან რამდენჯერმე განცხადება გაკეთდა. ეს არ იყო პირველი და ბოლო განცხადება. თითოეულ განცხადებაზე, ყველას ჩვენი რეაგირება გვქონდა და ყოველ ჯერზე ვამბობთ, რომ როდესაც ერთამნეთზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს კოალიციის შეგნით მეტი დაფიქრება გვმართებს. სანიკიძეს თქმით, კოალიციის წევრები არ უნდა მოიქცნენ ისე, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდეს. "არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)