21:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:11:17, 357 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით.

სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ასევე სხვადასხვა დონეებზე.

შეხვედრისას მინისტრები მიესალმნენ სამ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთქმედებას და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებზე.

ამ თვალსაზრისით, დაფიქსირდა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობა. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ახლო მომავალში ამოქმედების საჭიროებაზე და გამოხატეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება აბრეშუმის გზის რეალიზაციისათვის. საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობაზე.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა თბილისის განცხადებას. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რის შემდეგაც ჟურნალისტებისათვის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics