21:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 12:42:07, 1142 ნახვა

პოლიტიკა
EPN-Research გამოკითხვის შედეგები: საქართველოს ქალაქებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

EPN-Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს ქალაქებში „ქართული ოცნება“  ლიდერობს.

კერძოდ, კითხვაზე - ხვალ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ბათუმი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 37% - 74რ; კოალიცია „ქართული ოცნება“ – 34% – 68 რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18% – 36 რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 9% – 18 რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 2 % – 4 რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200).

ქუთაისი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 34 % – 68რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 28 % – 56რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 22 % – 44რ;  „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 7 % – 14რ;  „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 5 % – 10რ; „ლეიბორისტული პარტია“  - 3 %  – 6რ; სხვა   პოლიტიკური პარტიები - 1 % – 2რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200).

ზუგდიდი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31 % – 62რ; კოალიცია „ქართული ოცნება“ – 21 % – 42რ; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 20 % – 40რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 11 % – 22რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 8 % – 16 რ; „ბურჯანაძე -  დემოკრატიული მოძრაობა" – 6 % – 12რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 3 % – 6რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200).

გორი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 39 % – 68რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27 % – 54რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 19 % – 38რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“  - 7 % – 14რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 6 % – 12რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 2 % – 4რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200).

თელავი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 42 % – 84რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 31 % – 62რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 24 % – 48რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“  - 2 % – 4რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 1 % – 2რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200).

თბილისი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 29% – 290რ;  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 22 % – 220რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17 % – 170რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“  - 13 % – 130რ; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 12 % – 120რ; „ბურჯანაძე -  დემოკრატიული მოძრაობა" – 7 % – 70რ. ( რესპოდენტთა რაოდენობა - 1000).

ცნობისთვის, ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.

EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.

EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის.  EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics