21:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 20:42:37, 461 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ EPN- Research პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გაასაჯაროებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიამ  EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც რესპოდენტებმა მათთვის სასურველი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია დაასახელეს.  ანკეტირება საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.

რესპოდენტის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქართულ ენაზე.

EPN- Research გამოიკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპოდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან.

შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.

EPN- Research ატარებს საზოგადოებრივ კვლევებს, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გამოკითხვის შედეგები ხვალ ქართულ მედიასაშუალებეში გავრცელდება.

გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის.  EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics