|
2016-02-18 17:38:07, 349 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა
"აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა", - ასე აფასებს ტელეკომაპანია "მაესტროს" მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პირველმა ინსტანციამ კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ გააუქმა და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა. „საქმეები, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იხილება, ერთ ინსტანციას 25 დღე აქვს, მეორეს ორი თვე, 85 დღეში რაც კეთდება, ეს ყველაფერი ზუსტად 24 საათში გაკეთდა. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, რომ ხელისუფლება შემთხვევით ირიბათ ხომ არ ერევათქო, ახლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვთქვა, აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა. კითხეთ ნებისმიერ იურისტს, რომელსაც ერთი საქმე მაინც უწარმოებია, თუ არსებობს შემთხვევა, რომელიც 24 საათში დასრულდა“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. როგორც გადაბაძე აცხადებს, სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება. შეგახსენებთ, ხვალ "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები გადაწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)