|
2016-02-18 16:13:54, 315 ნახვა
პოლიტიკა
სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება
სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და საუბარია მხოლოდ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე. „არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები და განმახორციელებლები სამინისტროები და მინისტრები იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)