21:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 15:10:05, 344 ნახვა

პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე საკუთარი ხედვა გააცნო.

გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებად მტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics