|
2016-02-17 17:15:14, 439 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე აღნიშნა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა. თურქულმა მხარემ საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი გამოხატა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის ამ მიმართულებით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს. შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას შეეხო, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)