|
2016-02-17 15:41:46, 450 ნახვა
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე ივანიშვილს: რატომ ისჯებიან ტყიბულელები?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მთავრობის წევრებს, დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ჩაფიძის განცხადებით, მეშახეტეები საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ მოეხსნათ შეღავათები, რომელიც ამ დრომდე არსებობდა. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე თვეა მასთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ის მათთან მარტო შეხვედრას არ აპირებს, რადგან სათქმელი მეშახტეებისთვის არაფერი აქვს. ელისო ჩაფიძემ მეშახტეებთან შეხვედრაზე მისი კოლეგები დაპატიჟა. “მე მინდა პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისათვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვლს და ვკითხო მას, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?! მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული. მივმართავ კანონპროექტის ავტორებს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ბატონ გიორგი ჟორჟოლიანს, ბატონ გია ვოლსკის და ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომ მე არ წავიდე დღეს მარტო ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“, - განცახდა ელისო ჩაფიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)