|
2016-02-17 14:35:59, 362 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს
კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. მინისტრის განმარტებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. რაც შეეხება სხვა უწყებებს, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზდიენტმა ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის კონტექსტში ისაუბრა, კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში მათი გაუქმებაც დადგეს. "მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში", - აღნიშნა კახა კახიშვილმა. კახა კახიშვილის კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არვცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)