|
2024-05-29 12:01:45, 328 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო
ბაზისბანკმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის სკოლის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებული პროექტი „ფერადი სარგებელი“, დააფინანსა. პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარება. პროექტის ფარგლებში მონაწილე პირებმა განივითარეს მეწარმეობისთვის აუცილებელი თვისებები, კერძოდ ბისერებით ნაკეთობების დამზადებისა და მარკეტინგული უნარები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მასტერკლასები ჩაუტარა მოწვეულმა სპეციალისტებმა, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლეს ბისერებით გაწყობილი ჩანთების, სათვალის ბუდეების, ბლოკნოტების და სხვა ნივთების დამზადების ტექნიკები. ასევე, დამზადებული პროდუქციის როგორც ონლაინ, ასვე პირდაპირი გაყიდვის გზები. ორსანტიის საჯარო სკოლის ეზოში, მოსწავლეებისთვის ასევე მოეწყობა მწვანე რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას. „ბაზისბანკისთვის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)