|
2024-05-27 16:47:20, 317 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები მიმდინარეობს, მზადდება შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ასევე, ტარდება გეოლოგიური კვლევები. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დიდუბის რაიონში, სამტრედის ქუჩაზე, მარტში მოხდა აფეთქება. ეს იყო "ნიკორას" სავაჭრო ობიექტი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქვება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზიანდა აღნიშნული კორპუსის ორი სადარბაზო, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობდა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, ველოდებით დაექსპერტებულ პროექტს აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც მეორე დღესვე დაიწყო. 28 ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილი გვყავს იჯარით. გამაგრება მომავალი წლისთვის დასრულდება და არა მხოლოდ ამ ორი სადარბაზოთი შემოვიფარგლებით, არამედ მთლიანად კორპუსის გამაგრება მოხდება, თავისი ხიმინჯების პროექტის განხორციელებით, რათა კორპუსი იყოს მყარი და არავითარი პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 3 518 180 ლარია, შპს „ნადიგო” ახორციელებს. დღესვე მერი აგლაძის ქუჩის N 38-ში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. მასთან ერთად ადგილზე რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)