|
2024-05-26 19:34:55, 383 ნახვა
საზოგადოება
შსს: მაშველები მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ჩართულია ვერტმფრენიც
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. მათი ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. "უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქცია-ში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას", - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)