|
2024-05-25 16:13:37, 438 ნახვა
საზოგადოება
გურამ გურამიშვილი - ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთიდან ორგანიზებული ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება
შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ. „ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფანი პირველად იქნა ორგანიზებულად გამოყენებული საქართველოს დანიშნულებით ტვირთის იმპორტისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას ესაჭიროება 52 დღე, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გზავნილის გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. ანალოგიურად 12 დღე მოუნდება ავტოგზავნილს ამ დერეფნის გამოყენებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)