16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:39:16, 293 ნახვა

საზოგადოება
მერია - ვაზისუბანში სკვერი და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ვაზისუბნის IV მ/რ, პირველი კვარტალი, კორპუსი N4-ის მიმდებარედ, სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შესრულებული სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 545 000 ლარით დაფინანსდა.

"პროექტის შედეგად, 3 150 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და  LED განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.

თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და პარლამენტის დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული პროექტი დაათვალიერა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics