|
2024-05-13 11:15:47, 559 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები - ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით
ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი, ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებლის განცხადებაში. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, აღნიშნული კანონის განხილვა დაუყოვნებლივ შეწყდეს. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს, ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული კანონის განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი. ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი, ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით. აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია "რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს",- ნათქვამია პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)