22:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 09:02:34, 416 ნახვა

საზოგადოება
საია - ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ, ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეცრაზმის თანამშრომლები

ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ, ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგრიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

საია მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება.

"მივმართავთ:

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე",- აღნიშნულია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics