|
2024-05-11 18:15:52, 445 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 მაისს მომხდარი ე.წ ინციდენტის გამო, ქაშვეთის ეკლესიას საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ. "10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებასთან" საუბარში დეკანოზმა დავით დელიბაშვილმა თქვა, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირებისგან უარის მიღების გამო კი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)