|
2024-05-07 22:43:43, 455 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა
იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას სასჯელის მოხდის ადგილზე ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რატი ბრეგაძემ იუსტიციის სახლისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტიც" ამოქმედდა, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლების ფილიალების საშუალებით მსჯავრდებულებისათვის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი. იუსტიციის სახლის ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც ემსახურება. დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა. იუსტიციის სახლები და პროექტი "ციფრული უნივერსტეტი" ეტაპობრივად სხვა პენიტენციურ დაწესებულებებსაც მოიცავს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)