|
2024-04-30 12:54:26, 310 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - თანამედროვე გამოწვევების პირობებში, გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ჯარის გაძლიერებას ემსახურება
„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და, განსაკუთრებით, რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს: „ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“. ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ - საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს - დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მან. აღნიშნულ თემებზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)