09:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 12:58:11, 307 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში ჰოლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება რამდენიმე დღის წინ  დაიწყო და ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.

Transavia ნიდელანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics