|
2024-04-23 10:07:38, 322 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს - ამჯერად, #15 პენიტენციურ დაწესებულებაში, ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. "საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. მსჯავრდებულები ჟოლოს, მარწყვის, ნივრისა და მწვანილის მოსავალს ელოდებიან. კენკროვანი და ბაღჩეული კულტურების გარდა, მსჯავრდებულები წელს პირველად ლოკოკინების ფერმიდანაც აიღებენ მოსავალს. სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხა მსჯავრდებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროექტის მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)