|
2024-04-22 17:53:40, 311 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკაც. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)