|
2024-04-20 12:46:43, 417 ნახვა
საზოგადოება
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მოითხოვს, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება. ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ ის სახელმწიფოები და ინსტიტუტები, ვისაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს უკავშირებს. მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება. შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა. ჩვენი მიზანია, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდეს. დღესაც და მომავალშიც, ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს."-წერია ასოციაციის განცხადებაში. კანიონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)