|
2024-04-19 16:01:04, 280 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. "მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)