|
2024-04-19 13:58:05, 284 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მერის თქმით, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მწვანე სივრცეების მოწყობას. „აღნიშნულ პროექტს გამგეობა ახორციელებს. ჩვენთვის მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება ხედავს, 2017 წლის შემდეგ რამდენი ასეთი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გაგრძელდება. ძალიან ბევრი სივრცე არსებობს დედაქალაქში, რომლის ათვისება შესაძლებელია. ხედავთ, ირგვლივ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და ამ ტერიტორიის გალამაზება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზაფხულის ბოლოს დასრულებული იქნება სამუშაოები და ძალიან სასიამოვნო გარემო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე. სკვერში უკვე დასრულდა ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ჩაისხა ბეტონის კედლები, სკვერის შესასვლელებთან მოეწყო ბაზალტის კიბეები. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7000 კვ.მ ფართობზე შესრულდება: დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის სისტემა; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 1 323 390 ლარს დახარჯავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)