15:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 13:13:47, 270 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო

ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა,  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის  წესით  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა,  საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მუდმივ რეჟიმში იმართებოდა ბრიფინგები ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

„კრიმინალურ-დოკუმენტურ სერიალ - „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას, მის შედეგებს, ნარკოტიკების მოხმარების  შედეგად მიღებულ ზიანს და საფრთხეებს, სერიებში განხილული იყო, როგორც  კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე, ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგების საფუძველზე არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი.

საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა მხატვრული და გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები, რომელმაც მოიცვა, როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე, სოციალური ქსელი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში,  5000-მდე  მოსწავლესთან გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებთან განიხილავდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების  საფრთხეებსა და მძიმე შედეგებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართა  საზაფხულო ბანაკებში, სადაც სხვა თემებთან ერთად ნარკოტიკების საკითხი  აქტუალური  იყო. ბანაკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეული ხასიათი ჰქონდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics