|
2024-04-19 11:19:08, 274 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება - ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. "მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)