15:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 14:31:02, 284 ნახვა

საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩავარდნილი იყო. პრობლემა გამოიწვია ჩოგბურთის კორტების მშენებლობამ. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებული კედლის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი და გზაგამყოფები, რომელიც გამწვანებულია. ასევე, დამონტაჟდა LED განათების ბოძები. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო,  დღეიდან უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. გზის სავალი ნაწილი დახაზულია და მოწესრიგებულია ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. თავდაპირველად, ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს გამგებელი გაზო ვასაძე, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics